აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე NATO-ს შტაბ-ბინას ეწვევა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი ჰიქმეთ ჰაჯიევი NATO-ს შტაბ-ბინას ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახურზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ჰაჯიევი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანეს შეხვდება.