აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხვალ გაიმართება

აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ მოსკოვში გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შეხვედრას ქვეყნების ვიცე-პრემიერები შაჰინ მუსტაფაევი, ალექსეი ოვერჩუკი და მჰერ გრიგორიანი დაესწრებიან.

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეჩერებული იყო, მაგრამ შეხვედრები სამმხრივ ფორმატში ცოტა ხნის წინ განახლდა.

2021 წლის 11 იანვარს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს - ილჰამ ალიევს, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა, რომ სამი ქვეყნის ვიცე -პრემიერების ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა. კერძოდ, ჩამოყალინდა შემდეგი საექსპერტო ქვეჯგუფები: სარკინიგზო, საგზაო და კომბინირებული ტრანსპორტისათვის; ტრანსპორტირების, მათ შორის უსაფრთხოების, სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და სხვა სახის კონტროლის საკითხებზე.