აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დელეგაცია თურქეთში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვისთვის გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ძალების კოორდინირებული მართვის მიზნით გაემგზავრა.

თურქეთში ტყის ხანძრების ქრობისა და გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალები ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით ჩაერთნენ.