აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

აზერბაიჯანის საგარეო მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჯეიჰუნ ბაირამოვი თურქეთს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით ვიზიტი 11 აგვისტოს შედგება.

ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური პრობლემები და მსოფლიოში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები იქნება.