აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 ოქტომბერს WSB Atlanta სატელევიზიო არხის ეთერში, ერიკ ერიქსონის შოუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს შეეხო, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"აზერბაიჯანული მხარის აზრით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ აშშ-ს მთავრობის წინა ოფიციალურ განცხადებებს ეწინააღმდეგება. ასეთი განცხადებები არ შეესაბამება აშშ-ს, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს”, - აღნიშნულია განცხადებაში.