აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

6-9 ივლისს ბაქოში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვისა და რუსეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელის, ამირ ბილიალეტდინოვის შეხვედრა გაიმართა, ეს მხარეთა სადემარკაციო კომისიის რიგით მეცხრე სხდომაა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა სადემარკაციო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე სადემარკაციო სამუშაოების ორგანიზებისა და წარმართვისთვის საჭირო დოკუმენტები დაამტკიცეს. 

მხარეთა შეთანხმებით, აზერბაიჯან-რუსეთის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად, სასაზღვრო ნიშნების დამონტაჟება გაგრძელდება.

კომისიის მომდევნო სხდომა რუსეთში გაიმართება. 

შეხვედრის დრო დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.