აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს პასუხობს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მცდელობა, გაამართლოს სომხეთის ოფიციალური პირების უკანონო ვიზიტები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში და მტკიცება, თითქოს ეს არ ეწინააღმდეგება 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ვალდებულებებს, აჩვენებს, რომ სომხეთში ოფიციალური პირები, სამწუხაროდ, ისევე, როგორც 30 წლის წინ, ფანტაზიებში არიან და რეგიონში შექმნილი ახალი რეალობიდან დასკვნებს არ აკეთებენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრესსამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

"ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა მშვიდობის პირობებში მომავალ თანაარსებობასა და ყარაბაღში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე კი არა, არამედ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობს. სომხეთისთვის ამ პოლიტიკის შედეგები ნათელია", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.