აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში არავაქცინირებულ თანამშრომლებს არ დაუშვებენ

აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში არავაქცინირებულ თანამშრომლებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესის ტრადიციული ფორმით აღდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს განათლების სფეროს თანამშრომლების ვაქცინაცია.

აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვს განათლების სფეროს თანამშრომლების 80%-ზე მეტს.