აზერბაიჯანის საზღვარი 1 აგვისტომდე ჩაკეტილი იქნება

მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრები 1 აგვისტომდე ჩაკეტილი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ლეილა აბდულაევმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აზერბაიჯანში 21 ივნისიდან 5 ივლისამდე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება.

საგანგებო საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 11 329-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.