აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა აზერბაიჯანელი სამხედროები საპასუხო ზომებს მიმართავენ.

„ასეთი პროვოკაციებით სომხური მხარე მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვას“, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.