აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიები მოინახულა

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა და სამინისტროს ხელმძღვანელობამ ოკუპაციისაგან განთავისუფლებული ტერიტორიები მოინახულეს და აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო მომზადების დონე შეამოწმეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ზაქირ ჰასანოვმა ასევე შეამოწმა თუ რა პირობებია შექმინილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის და თანამდებობის პირებს სათანადო მითითებები მისცა.