აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ქალბაჯარისა და გადაბეის რაიონებში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციაში განლაგებული მტრის პოზიციებიდან რამდენჯერმე ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების განცხადებით, 24-26 მაისს სომხური მხარე ცეცხლს პერიოდულად ხსნიდა, თუმცა არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ჯარისკაცებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ.