აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

27-28 მაისის ღამეს აზერბაიჯანის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს, - განცხადებას ამის შესახებ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ინციდენტის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამჟამად სიტუაციას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს, სომეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახიჩევანის ზონაში კი ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.

"სომხურ მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, სხვა ნაბიჯებისაგან, რამაც შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს და პასუხისმგებლობით იმოქმედოს”, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.