აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

24 ივნისს, 14:30-ზე-ზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიას თოვუზის რაიონის სოფელ მუნჯუღლუს მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს პოზიციებიდან, რომლებიც ბერდის რაიონის სოფელ აიგეძორის სიახლოვეს მდებარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, აზერბაიჯანულ არმიაში დანაკარგი არ არის.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამჟამად ვითარება სტაბილურია და ოპერატიულ სიტუაციას აზერბაიჯანის ქვედანაყოფები აკონტროლებენ.