აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ბასარკეჩარში ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაციაა“, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.