აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები, რომლებიც სომხეთთან სახელმწიფო საზღვარზე არიან განლაგებულნი, გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"არ გამოვრიცხავთ რა სომხური მხარის მიერ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სიტუაციის განზრახ გამწვავების განმეორებით მცდელობებს, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებსა და საზღვრებს გაძლიერებულ რეჟიმში იცავენ“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე კვლავ პროვოკაცია მოახდინეს.