აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

11 ივნისს, 13.45 აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი ვარდენისის რაიონში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

უწყების ცნობით, ამჟამად ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია, ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის ქვედანაყოფები აკონტროლებენ.