აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: მოწინააღმდეგის სარეზერვო ძალები განადგურებულია - VIDEO

სომხეთის არმიის მე-10 დივიზიის მე-7 პოლკის მე-2 ბატალიონს, რომელსაც აზერბაიჯანის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა, დიდი დანაკარგი აქვს. მან სასწრაფოდ მიმართა სარდლობას დახმარებისთვის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

"დასახმარებლად წამოსული სარეზერვო ძალები აღმოჩენილ და ლიკვიდირებულ იქნა ჩვენი ქვედანაყოფების მიერ", - განაცხადეს სამინისტროში.