აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

"მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა, რომელიც 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან ამოქმედდა, სომხეთის არმიამ აგდერე-ტერტერისა და ფიზული-ჯებრაილის რეგიონებს დაარტყა", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

"ამავდროულად, სომხეთის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან აზერბაიჯანის რიგ დასახლებულ პუნქტებს. სომხეთის შეტევის ყველა მცდელობა წარმატებით იქნა აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ. სომხეთის არმიის მიმართ სათანადო ზომები ტარდება", - ნათქვამია განცხადებაში.