აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, უწყების ცნობით, ჯებრაილის რაიონის გათავისუფლებული სოფელი მინბაშილია აღბეჭდილი.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის განადგურებაა ასახული.