აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღევის საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის არმიის კუთვნილი ჯავშანმანქანები გაანადგურა.
12:20
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც აზერბაიჯანის არმიის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ტექნიკის განადგურებაა აღბეჭდილი.
12:05
აზერბაიჯანის არმიამ გუბადლის მხარეში სომხეთის არმიის S-300 საკონტროლო სისტემა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
11:03
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდომასალას ავრცელებს, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯანშანტექნიკის განადგურებაა ასახული.
09:40
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, უწყების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის განადგურებაა აღბეჭდილი.