აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააფრთხილა სომხეთი, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციებს ახორციელებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

სამინისტროს ცნობით, დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

"აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოწინააღმდეგის ცეცხლი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა".