აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თეირანში გაიმართება

ნიუ-იორკში თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, მევლუთ ჩავუშოღლუსა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს.

აღინიშნა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თეირანში ჩაყარდება.

ამასთან, შეხვედრის გამართვის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.