აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო კავშირით ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის ბოლო დროს არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის პოზიციით ყველა სახის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.