აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

მინსკში, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, მინისტრებმა განიხილეს აზერბაიჯან-რუსეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ფარგლებში გამართული ღონისძიებები.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების სრულად განხორციელებისა და რეგიონული საკითხების შესახებ.