აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
”მხარეებმა 9 ნოემბრის რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების დებულებების შესრულების საკითხი განიხილეს, მათ შორის მხარეების ურთიერთქმედება რუს სამშვიდობოებთან, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საერთაშორისო დღის წესრიგის ზოგიერთი საკითხი”, - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.