აზერბაიჯანმა განჯის დაბომბვის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა - VIDEO

აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, MZ Production-მა მოამზადა ვიდეორგოლი, რომელიც სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განჯის დაბომბვას ეხება.

"ვიდეოს მიზანი სომხეთის მიერ განჯაში განხორციელებული ტერაქტის შესახებ მთელი მსოფლიოს ყურადღების მიქცევა.

რგოლი ინგლისურ ენაზეა მომზადებული, რათა მისი ნახვა უცხოელმა მოქალაქეებმა შეძლონ", - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.