აზერბაიჯანმა სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე დაუბრუნა - ალიევი

აზერბაიჯანმა სომხეთურ მხარეს ყველა სამხედრო ტყვე დაუბრუნა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ადრე სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე დავუბრუნეთ. ისინი, ვინც ახლა რჩებიან, დივერსანტები არიან. სომხეთისა და სხვა ქვეყნების ნებისმიერი სპეკულაცია უადგილოა", - განაცხადა ალიევმა.