აზერბაიჯანს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა თანამდებობა დატოვა.

მის ნაცვლად პრეზიდენტმა საგარეო უწყების ხელმძღვანელად ჯეიჰუნ ბაირამოვი დანიშნა.

მანამდე ბაირამოვი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.