აზერბაიჯანს ტრანსპორტის, კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების ახალი მინისტრი ჰყავს

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის პოსტზე რაშად ნაბი ოღლუ ნაბიევი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა ახელი.

რაშად ნაბი ოღლუ ნაბიევი ღია სააქციო საზოგადოება Azercosmos-ის თავმჯდომარე იყო. მინისტრის თანამდებობაზე ის რამინ ნამიგ ოღლი გულუზადეს შეცვლის.