აზერბაიჯანში 1 ივლისიდან სხვადასხვა ცერემონიის გამართვა დასაშვები ხდება

აზერბაიჯანში პირველი ივლისიდან სხვადასხვა ცერემონიის: ქორწილების, ნიშნობების, დაბადების დღეების წვეულებების და ა.შ. გამართვა დასაშვები ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა სტუმარი, რომელიც 50-150 -კაციან ცერემონიალს დაესწრება, ვალდებული იქნება, ე.წ. კოვიდ-პასპორტი წარმოადგინოს.

რაც შეეხება ღონისძიებას, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრები ვალდებულები იქნებიან, პირადი რესპირატორული დამცავი საშუალებები გამოიყენონ, კოვიდპასპორტების წარდგენა კი სავალდებული არ იქნება.