აზერბაიჯანში 176-მდე პატიმარი შეიწყალეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, 65 წელს გადაცილებული 176 პატიმრის შეწყალების განკარგულება დასცა.

ქვეყანაში კორონავირუსის 641 შემთხვევაა დადასტურებული, 44 ადამიანი განიკურნა, 7 გარდაიცვალა, 590 მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.