აზერბაიჯანში ახალი სამინისტრო შეიქმნა

აზერბაიჯანს კიდევ ერთი ახალი სამინისტრო აქვს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, ტრანსპორტის, კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს სახელი შეეცვალა და ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტრო ეწოდა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ უწყების სახელის შეცვლა აზერბაიჯანის გაციფრულების, ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სფეროში მმართველობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.