აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 217 636-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 609 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 180 295 პაციენტი, ხოლო 37 781 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 185 247 ტესტი ჩატარდა.