აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 601 028-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 8 038 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 571 088 პაციენტი, ხოლო 21 902 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 5 644 853 ტესტი ჩატარდა.