აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 252 680-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 445 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 234 893 პაციენტი, ხოლო 14 342. პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 816 784 ტესტი ჩატარდა.