აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 468 943-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 6 251 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 427 493 პაციენტი, ხოლო 35 199 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 4 715 715 ტესტი ჩატარდა.