აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 591 885 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 7 905 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 558 819 პაციენტი, ხოლო 25 161 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 5 565 190 ტესტი ჩატარდა.