აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 369 853-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 170 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 339 327 პაციენტი, ხოლო 25 356 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 4 220 135 ტესტი ჩატარდა.