აზერბაიჯანში COVID-19-ის 1 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 207-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 6 765 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 478 403 პაციენტი, ხოლო 17 039 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 5 025 406 ტესტი ჩატარდა.