აზერბაიჯანში COVID-19-ის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 337 970-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების არც ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 990 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 331 112 პაციენტი, ხოლო 1 868 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 894 683 ტესტი ჩატარდა.