აზერბაიჯანში COVID-19-ის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 41 113-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 602 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 38 858 პაციენტი, ხოლო 1 653 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 150 658 მილიონი ტესტი ჩატარდა.