აზერბაიჯანში COVID-19-ის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 231 840-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 173 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 226 345 პაციენტი, ხოლო 2 360 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 485 483 ტესტი ჩატარდა.