აზერბაიჯანში COVID-19-ის 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 305 933-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 235 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 269 965 პაციენტი, ხოლო, 31 733 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 141 335 ტესტი ჩატარდა.