აზერბაიჯანში COVID-19-ის 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 89 898-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 1 107 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 62 243 პაციენტი, ხოლო 26 548 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 592 280.ტესტი ჩატარდა.