აზერბაიჯანში COVID-19-ის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 121 176-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 1 392 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 74 902 პაციენტი, ხოლო 44 882 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 728 577 ტესტი ჩატარდა.