აზერბაიჯანში COVID-19-ის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 340 715-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 009 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 332 136 პაციენტი, ხოლო 3 570 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 980 697 ტესტი ჩატარდა.