აზერბაიჯანში COVID-19-ის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 381-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 612 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 39 468 პაციენტი, ხოლო 2 301 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 187 136 მილიონი ტესტი ჩატარდა.