აზერბაიჯანში COVID-19-ის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 521-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 963 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 329 599 პაციენტი, ხოლო 959 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 33 680 977 ტესტი ჩატარდა.