აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 129 544-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 1 470 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 79 162 პაციენტი, ხოლო 48 912 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 763 609 ტესტი ჩატარდა.